სისტემა უნდა დაინგრეს - სტუდენტების პროტესტი - live
თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში დაარსებული სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებმა 16 აპრილს დილით უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. მოძრაობის წევრები განათლების ძირეულ რეფორმას ითხოვენ. შენობა პიკეტირებულია – მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი შიგნიდან მაგიდებით არის ჩახერგილი. ამ დროისთვის, შენობაში აუდიტორია 115-ის 20-მდე წევრი იმყოფება. აუდიტორია 115 აცხადებს, რომ უკმაყოფილოა განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებათა პროექტით. ისინი აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ მათ შესთავაზა მხოლოდ “კოსმეტიკური ცვლილებები” და არა ძირეული რეფორმა. სტუდენტური მოძრაობა დღესვე, 14:00 საათზე აქციის გამართვას გეგემავს.